საქართველო-ირანს შორის უვიზო მიმოსვლა იქნება - კვირის პალიტრა

საქართველო-ირანს შორის უვიზო მიმოსვლა იქნება

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეჰრ მოთაქიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ, გრიგოლ ვაშაძემ გააფორმეს ხელშეკრულება

საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ. საქართველოს მოქალაქეებს ირანში დარჩენა უვიზოდ 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. ამასთანავე, მოთაქი მონაწილეობდა საქართველო-ირანის ბიზნესფორუმში, სადაც განაცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ვიზიტისას მოთაქიმ ქართულ მხარეს სამსახურიც გაუწია. კერძოდ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ვერაფრით მოახერხა მალაიზიელ კოლეგასთან დაკავშირება. სამაგიეროდ, მალაიზიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოთაქის ზარს უპასუხა. საუბრისას ირანელმა მალაიზიელს სთხოვა, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ქართველები სიკვდილით არ დასაჯონ.