დევნილი ნანა ფიფიას მდგომარეობა მძიმეა - კვირის პალიტრა

დევნილი ნანა ფიფიას მდგომარეობა მძიმეა

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ეზოში თვითმკვლელობის მცდელობის დროს დაშავებული დევნილის, ნანა ფიფიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მას შემდეგ,

რაც მან პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, კრიზისი გადალახული არ არის და ყოველ წუთს შეიძლება დაუმძიმდეს მდგომარეობა.

ნანა ფიფიას ე.წ."რასტვარიტელის" გადასხმისა და აალების შედეგად დამწვარი აქვს სხეულის 32%. მისი ასაკი, დამწვრობის  ხარისხი და წონა, რის გამოც გადაბრუნებაც კი უჭირს, პრობლემას უქმნის მის გამოჯანმრთელებას. ექიმების განცხადებით, ამჟამად მისი ფსიქიკური მდგომარეობა სტაბილურია და ექიმებთან არაფერს ამბობს სუიციდის მცდელობის შესახებ."სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ყოფილან ასეთი პაციენტები, რომლებიც გადაგვირჩენია, მაგრამ ყველა ვერა.

ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაემორჩილება ორგანიზმი მკურნალობას. სხვა მხრივ მას პრობლემა არა აქვს. ყველანაირ მედიკამენტს უკლებლივ ვაწვდით,"-აცხადებენ დამწვრობის ცენტრში.