საფრანგეთში საქართველოს მოქალაქემ თანამემამულე დაცხრილა - კვირის პალიტრა

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქემ თანამემამულე დაცხრილა

საფრანგეთის ქალაქ კანში საქართველოს 32 წლის მოქალაქემ თანამემამულე ტრავმატული პისტოლეტით დაცხრილა.

ფრანგული სააგენტოების ცნობით, ინციდენტი კანის სადგურთან ახლომდებარე დასახლების ერთ-ერთ ეზოში მოხდა. ფრანგი სამართალდამცველების ოპერატიულმა ჯგუფმა შემთხვევის ადგილას ორივე ქართველი დააკავა, ერთი მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მეორე-საავადმყოფოში. სამართალდამცველებმა პისტოლეტი  შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს.

დაკავებულების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. თვითმხილველთა ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცმა შემთხვევის დროს ჰაერშიც რამდენჯერმე გაისროლა.