აშშ-ში დემოკრატიულმა პარტიამ სერიოზული მარცხი განიცადა
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, რესპუბლიკურმა პარტიამ დემოკრატები 37-დან 25 შტატში დაამარცხა. დემოკრატებმა
წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა დაკარგეს.
გარდა ამისა, რესპუბლიკელებმა დემოკრატებს 10 შტატში გუბერნატორობა ჩამოართვეს. კერძოდ, რესპუბლიკელი გუბერნატორები ეყოლებათ პენსილვანიაში, ოჰაიოში, აიოვაში, ტენესში, კანზასში, ოკლაჰომაში, ნიუ-იორკსა და ვაიომინგში.
კალიფორნიის გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერს ამ პოსტზე ჯერი ბრაუნი შეცვლის. დემოკრატების მარცხზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აიღო.