აშშ-ში დემოკრატიულმა პარტიამ სერიოზული მარცხი განიცადა - კვირის პალიტრა

აშშ-ში დემოკრატიულმა პარტიამ სერიოზული მარცხი განიცადა

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, რესპუბლიკურმა პარტიამ დემოკრატები 37-დან 25 შტატში დაამარცხა. დემოკრატებმა

წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა დაკარგეს.

გარდა ამისა, რესპუბლიკელებმა დემოკრატებს 10 შტატში გუბერნატორობა ჩამოართვეს. კერძოდ, რესპუბლიკელი გუბერნატორები ეყოლებათ პენსილვანიაში, ოჰაიოში, აიოვაში, ტენესში, კანზასში, ოკლაჰომაში, ნიუ-იორკსა და ვაიომინგში.

კალიფორნიის გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერს ამ პოსტზე ჯერი ბრაუნი შეცვლის. დემოკრატების მარცხზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ აიღო.