ირანელ ქალს ჩაქოლვა ჩამოხრჩობით შეუცვალეს - კვირის პალიტრა

ირანელ ქალს ჩაქოლვა ჩამოხრჩობით შეუცვალეს

ირანში ქმრის ღალატისა და ქმრის მკვლელობისთვის გასამართლებულ ქალბატონს სიკვდილით დასჯის სახეობა შეუცვალეს.

43 წლის საკინე მოჰამადი-აშტიანს სასამართლომ ჯერ 99 როზგი, შემდეგ კი ჩაქოლვა მიუსაჯა. თუმცა შემდეგ ირანულმა მართლმსაჯულებამ ჩაქოლვა ჩამოხრჩობით შეუცვალა. ირანის კანონმდებლობაში ზუსტად არის გაწერილი, დამნაშავე რა ზომის ქვებით უნდა ჩაიქოლოს.

თბილისში მყოფ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩეჰრ მოთაქის განცხადებით, ქალი სიკვდილით დასჯას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაურჩება, თუ ქმრის ნათესავები შეიწყალებენ.