პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა - კვირის პალიტრა

პატრიარქი სამშობლოში დაბრუნდა

7 ნოემბერს, გამთენიისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გერმანიიდან თბილისში დაბრუნდა.

პატრიარქს აეროპორტში წმინდა სინოდის წევრები და მრევლი დახვდნენ. უწმინდესმა მრევლთან ერთად ილოცა და იგალობა. ამის შემდეგ კი ტრადიციულად სიონის ტაძარში გაემგზავრა. უწმინდესი სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად სამი კვირის განმავლობაში ბადენ-ბადენში იმყოფებოდა.