პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს  ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დოკუმენტმა საქართველოს პარლამენტში რედაქტირება გაიარა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გასულ კვირაში გადაეგზავნა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 15 ოქტომბერს მიიღო. ცვლილებების ნაწილი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის, ნაწილი - 2011 წლის პირველი იანვრიდან, ნაწილი კი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.