სახალხო კრებას სპორტის სასახლისა და სტადიონის მიქირავებაზე უარი უთხრეს - კვირის პალიტრა

სახალხო კრებას სპორტის სასახლისა და სტადიონის მიქირავებაზე უარი უთხრეს

წარმომადგენლობითი სახალხო კრების ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლება კრების ჩატარებას ხელს უშლის - ორგანიზატორებს ჯერ სპორტის სასახლის, შემდეგ კი "ლოკომოტივის" სტადიონის მიქირავებაზე უარი უთხრეს.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კრება მაინც ჩატარდება და მის ჩატარებას რაც უფრო შეუშლის ხელს ხელისუფლება, ღონისძიებას მით მეტი ადამიანი დაესწრება.

სახალხო კრების ჩატარება 25 ნოემბერს იგეგმება.