"მთელი ცხოვრება ვიბრძოდი" - კვირის პალიტრა

"მთელი ცხოვრება ვიბრძოდი"

პოლონელ ჟურნალისტს და საზოგადო მოღვაწეს, ყოფილ დისიდენტს ადამ მიხნიკს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტებსა და სტუდენტებთან

შეხვედრისას ჰკითხეს: რა იქნებოდა უკეთესი, ემუშავა "იმედს", რომელიც 2007 წლამდე ფუნქციონირებდა თუ საერთოდ არ ემუშავა ახალ "იმედს".

"მთელი ცხოვრება ვიბრძოდი, რომ ჩემი ქვეყნის ნებისმიერ ნაძირალას მისცემოდა საშუალება, გაეხსნა საკუთარი ტელევიზია ან რადიო, მაგრამ ვისურვებდი, ასეთი ნაძირალების რადიო ან ტელევიზია მოსახლეობის არც ერთ ნაწილს არ ენახა. კარგი იქნებოდა, "იმედი" 2007 წლის მოვლენების შემდეგ ასევე დემოკრატიული გუნდის ხელში ყოფილიყო და ეთანამშრომლათ ერთმანეთთან პირველხარისხოვან ჟურნალისტებსა და პუბლიცისტებს", -  განაცხადა ადამ მიხნიკმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს დემოკრატიზაციისკენ მიმავალ გზაზე პროგრესი, ადამ მიხნიკმა განაცხადა, რომ საქართველოში ბევრი დემოკრატია, რომელთაც შეუძლიათ საქართველო სწორი მიმართულებით წაიყვანონ.