პრეზიდენტმა სპეცოპერაციის მონაწილეები დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა სპეცოპერაციის მონაწილეები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია "ენვერის" მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენები გადასცა.

"ჩატარდა მნიშვნელოვანი ოპერაცია, რადგან ჩვენი ქვეყანა მუდმივი წნეხისა და არაოკუპირებულ ნაწილში მუდმივი დესტაბილიზაციის მცდელობის პირობებში იმყოფება.

ჩვენ თავს ვიცავთ და ჩვენი მზვერავები თავდაცვის წინა ხაზზე არიან. მინდა გისურვოთ წარმატება საქართველოს მტრის მოქმედებებისა და ხრიკების შეჩერებაში. ჩვენ არავისთან გვსურს კონფრონტაცია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დაჯილდოების ცერემონიალზე.

ცნობისთვის: საქართველოს შსს-მ ოქტომბერში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 13 პირი დააკავა. მათგან 4 რუსეთის მოქალაქეა.