შესაძლოა, თბილისმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს - კვირის პალიტრა

შესაძლოა, თბილისმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს

2015 წელს, შესაძლოა, თბილისმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს. სპორტული ინფრასტრუქტურის გასაცნობად საქართველოს დედაქალაქს

სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვლადე დივაცი ესტუმრა. მას თბილისის მერმა გიგი უგულავამ უმასპინძლა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა გააცნო.

ფესტივალის მასპინძლობის სურვილს, თბილისის გარდა, ჩეხეთის ქალაქი ბრნოც გამოთქვამს. ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეა აირჩევს. გენერალური ასამბლეა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 26-27 ნოემბერს გაიმართება.