ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება - კვირის პალიტრა

ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოთხ რაიონში, ყაზბეგში, თიანეთში, ცხვარიჭამიასა და ახალგორში ხანძარი მძვინვარებს.

როგორც "რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა, რთული რელიეფიდან გამომდინარე ხანძრის ჩაქრობა მანქანებით ვერ ხერხდება. ცეცხლს მოსახლეობა თავისი ძალებით ებრძვის. ხანძრების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ახალგორის რაიონის სოფელ ნახიდთან ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა. ეს არის ოსური სოფელი, რომელშიც ათიოდე კაცი ცხოვრობს. მანამდე კი ხანძარი სოფელ ყანჩავეთთან ახლოს მდებარე ტყეში გაჩნდა. ახალგორელები ეჭვობენ, რომ ხანძრის ორივე კერა განზრახ არის გაჩენილი, ვინაიდან ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.