პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა - კვირის პალიტრა

პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა

მედიამფლობელების გამჭვირვალობის შესახებ ხელისუფლების კანონპროექტი, რომელიც მედიამფლობელების ოფშორულ ზონაში დარეგისტრირების აკრძალვას

ითვალისწინებს, პარლამენტში დარეგისტრირდა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ იურიდიულ კომიტეტს კანონპროექტის განხილვაში ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის ჩართვა დაავალა.

პარლამენტარ ლევან ვეფხვაძის აზრით, აუკრძალო მედიამფლობელს, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირება და დაავალდებულო, აუცილებლად სადმე, დედაქალაქის რომელიმე ქუჩაზე დარეგისტრირდეს, დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ვერ უზრუნველყოფს. ვეფხვაძის თქმით, მნიშვნელოვანია დაფინანსების გამჭვირვალობაც, ლიცენზიების საკითხიც და ა.შ.

მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ხელისუფლების პაკეტი მხოლოდ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. ჯერ უცნობია, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ ცვლილებების პაკეტზე, რომელიც მედიაგამჭვირვალობის დამკვიდრებას რვა კანონის შეცვლით ითვალისწინებს. საკანონმდებლო ორგანოში განაცხადი უკვე შეიტანა საინიციატივო ჯგუფის წევრმა, "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა.