კუკავა-ძიძიგური-დავითაშვილის ტრიო ისევ შეიკრა - კვირის პალიტრა

კუკავა-ძიძიგური-დავითაშვილის ტრიო ისევ შეიკრა

კონსერვატორებმა კახა კუკავამ, ზვიად ძიძიგურმა და "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა ორგანიზაცია "თავისუფალი საქართველო" დააარსეს.

ორგანიზაციას კახა კუკავა უხელმძღვანელებს, რომლის თქმითაც, მათი მიზანია პოლიტიკურ საქმიანობაში პოლიტიკოსებთან ერთად რიგითი მოქალაქეების ჩართვაც.

"ჩვენ გვჭირდება აქტივისტები, ვინც პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გავერთიანდეთ სააკაშვილის მმართველობის შესაცვლელად. ვიზრუნოთ, რომ შემდეგი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც სააკაშვილს შეექმნება, მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნას", - განაცხადა პრესკონფერენციაზე "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა.