დავითაია სკეპტიკურად არის განწყობილი - კვირის პალიტრა

დავითაია სკეპტიკურად არის განწყობილი

პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის რეალიზებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი.

მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ დოკუმენტში აფხაზეთის გარდა, უკვე ცხინვალის რეგიონიც არის დაფიქსირებული, რასაც გაეროს ფორმატში აქამდე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, როგორც დავითაია ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას სავალდებულო შესრულების ძალა არ გააჩნია, მაინც მნიშვნელოვანია საქართველოს სიმართლის საერთაშორისო დონეზე დაფიქსირება.

ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ თვით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციაში ჩაიწერა აფხაზეთში დევნილთა უპირობოდ დაბრუნებაზე, რაც დღემდე არ შესრულებულა და გასაკვირი არ იქნება, თუ რუსეთი არც გენერალური ასამბლეის გუშინდელ რეზოლუციას შეასრულებს.