ეს დაძაბულობა ახალ კონფლიქტს წარმოშობს - კვირის პალიტრა

ეს დაძაბულობა ახალ კონფლიქტს წარმოშობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ გორდონის განცხადებით, აშშ შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზი სეპარატისტების მუქარის გამო, ქართულ გემებს ჩავძირავთო. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს შეერთებული შტატები 17 სექტემბერს, ჟენევის დისკუსიაზე განიხილავს.

"ჟენევის დისკუსიაზე ამ თემას აუცილებლად წამოვწევთ და მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ ხმამაღალი რიტორიკისა და უსარგებლო ქმედებებისგან, რადგან შეცდომები პრობლემებს მოგვიტანს", - განაცხადა გორდონმა.