ბაღათურია დეპუტატებს ახალი უმცირესობის შექმნას სთავაზობს - კვირის პალიტრა

ბაღათურია დეპუტატებს ახალი უმცირესობის შექმნას სთავაზობს

ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია უფლებაშეწყვეტილ დეპუტატებს ახალი უმცირესობის შექმნას სთავაზობს.

მისი თქმით, თუ თორმეტივე ოპოზიციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას და ამ ცვლილების დამტკიცების შემდეგ პარლამენტში დაბრუნდება, ოპოზიციას ახალი უმცირესობის შექმნისა და ყველა მექანიზმის გადანაწილების შესაძლებლობა მიეცემა.  საკონსტიტუციო ცვლილებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც დეპუტატების უფლებამოსილება საკუთარი ნებით შეიწყვიტეს, პარლამენტში დაბრუნების სურვილი 2010 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა გამოთქვან და ამის შემდეგ მათ დეპუტატის მანდატები აღუდგებათ. ბაღათურიამ ვადის სწორედ კონსტიტუციაში ჩაწერა გააპროტესტა და განაცხადა, რომ კონსტიტუციამ  მათ მხოლოდ მანდატების აღდგენის შესაძლებლობა უნდა მისცეს, ვადები კი პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირდეს.

- "ცოტა მეტი პატივი ვცეთ საკუთარ თავს და კონსტიტუციას"! - განაცხადა  ბაღათურიამ.