როგორ ჩაისახა ბრალდებულის შვილი - კვირის პალიტრა

როგორ ჩაისახა ბრალდებულის შვილი

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ერთ-ერთი მსჯავრდადებულის ახალშეძენილი შვილი, შესაძლოა, რომელიმე მინისტრის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მოხარულია ბავშვის დაბადებით, მაგრამ აინტერესებს, როგორ მოახერხა მსჯავრდადებულმა, რომ 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ შინ ჩვილი დახვდა.

"- ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ხანგრძლივი პაემნები ვერ ხორციელდება და ვადიან თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელიც მოთავსებულია პენიტენციარულ სისტემაში, ოჯახთან ურთიერთობის შესაძლებლობა არა აქვს, - განაცხადა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ასეთი პატიმარი საქართველოში ათეულობით ათასია.

"- ეს საკითხი ექვემდებარება მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, - განაცხადა ლორთქიფანიძემ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელი მინისტრი იგულისხმა. ბავშვის ჩასახვის”პერიოდში კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სავარაუდოდ, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა.