როგორ ჩაისახა ბრალდებულის შვილი
14-09-2009
სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ერთ-ერთი მსჯავრდადებულის ახალშეძენილი შვილი, შესაძლოა, რომელიმე მინისტრის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მოხარულია ბავშვის დაბადებით, მაგრამ აინტერესებს, როგორ მოახერხა მსჯავრდადებულმა, რომ 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ შინ ჩვილი დახვდა.
"- ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, ხანგრძლივი პაემნები ვერ ხორციელდება და ვადიან თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელიც მოთავსებულია პენიტენციარულ სისტემაში, ოჯახთან ურთიერთობის შესაძლებლობა არა აქვს, - განაცხადა ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ასეთი პატიმარი საქართველოში ათეულობით ათასია.
"- ეს საკითხი ექვემდებარება
მინისტრის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, - განაცხადა ლორთქიფანიძემ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელი მინისტრი იგულისხმა. ბავშვის ჩასახვის”პერიოდში კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სავარაუდოდ, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?