გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა - კვირის პალიტრა

გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა

საქართველოს მთავრობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოში საკადრო ცვლილებებია.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ,  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე  საქართველოს პარლამენტს თემურ იაკობაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

პრეზიდენტთან კონსულტაციის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში დაინიშნა ეკა ტყეშელაშვილი, რომელსაც დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულებაც.