პატრიარქმა მონასტერი აკურთხა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა მონასტერი აკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაბანში ჩაბრძანდა და სოფელ ვახტანგისში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახალი მამათა მონასტერი გახსნა.

უწმინდესმა მონასტრის მშენებლებს საჩუქრები გადასცა და იქ მყოფნი დალოცა.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზვნის, მამა ნეოფიტეს განცხადებით, მონასტრის მშენებლობა 1992 წელს დაიწყო და შემდგომ შეჩერდა. მშენებლობა 2004 წელს განახლდა.