ოპერაცია "სტაბლონი" - კვირის პალიტრა

ოპერაცია "სტაბლონი"

20 ნოემბერს სამართალდამცველებმა ერთდროულად რამდენიმე ათეული აფთიაქი დალუქეს.  დაპატიმრებული არიან აფთიაქების მეპატრონეები. მიზეზი ნარკოტიკების

შემცველი არარეგისტრირებული წამლებით, კერძოდ კი პრეპარატ "სტაბლონით" უკანონოდ ვაჭრობაა. "სტაბლონს", იმავე "კოაქსილს", აფთიაქები დიდი ხანია ყიდიან. ეს პრეპარატი საქართველოში რეგისტრირებული წამლების სიაში არ შედის.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ერთბაშად იმდენი აფთიაქის მეპატრონე დააპატიმრეს, რომ თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი აღარ დარჩა და დაკავებულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის იზოლატორებში გადაანაწილეს.