ექიმებმა დევნილი ნანა ფიფიას გადარჩენა ვერ შეძლეს - კვირის პალიტრა

ექიმებმა დევნილი ნანა ფიფიას გადარჩენა ვერ შეძლეს

აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია, რომელმაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ თავის დაწვა სცადა, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

ექიმების ცნობით, ფიფიას გარდაცვალების მიზეზი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების უკმარისობა გახდა.

აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ თავის დაწვა 27 ოქტომბერს სცადა. მას სხეულის 30%-იანი დამწვრობა ჰქონდა. ნანა ფიფია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა.

ამის გამო“ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” კობა სუბელიანის გადადგომა მოითხოვა.