ბარაქ ობამა დიმიტრი მედვედევს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ესაუბრა - კვირის პალიტრა

ბარაქ ობამა დიმიტრი მედვედევს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ ესაუბრა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის„ გულითადი“ შეხვედრა გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა არასასიამოვნო საკითხებიც განიხილეს, -„"რია

ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ვაშინგტონში, ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აცნობა და სთხოვა, მისი ვინაობა არ დაესახელებინა.

ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ბარაქ ობამამ მას უამბო, რომ დიმიტრი მედვედევს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებაც ესაუბრა.„პრეზიდენტ ობამას აზრით, სამიტი იმართება არა მხოლოდ თანამშრომლობისთვის, არამედ იმისთვის, რომ უთანხმოებებზე მოვილაპარაკოთ. "მას სჯერა, რომ ასე შემცირდება გაუგებრობა, რომელმაც, შესაძლოა, არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს", - ნათქვამია "რია ნოვოსტის" ხელთ აღმოჩენილ ანგარიშში.

როგორც ადმინისტრაციის ანონიმურმა თანამშრომელმა აღნიშნა, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა იმსჯელეს სტრატეგიული თავდასხმითი იარაღის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციაზეც.

ობამა-მედვედევის შესახებ მცირე განცხადება ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხების კურატორმა ბენ როდსმაც გააკეთა. "ეს იყო ორმხრივი შეხვედრა - ფორმალური და დაუგეგმავი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლიდერებს ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ", - განაცხადა როდსმა.