რუსული ეკლესია შეძლებს ქართველებისა და რუსების შერიგებას? - კვირის პალიტრა

რუსული ეკლესია შეძლებს ქართველებისა და რუსების შერიგებას?

რუსეთის საპატრიარქო აცხადებს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებს, რომელიც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

"პოლიტიკური საზღვრების შეცვლა არ ნიშნავს, რომ უნდა შეიცვალოს ეკლესიური კანონიკური საზღვრები. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის საფუძველი სხვა ეკლესიების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება მოიტანდა ეკლესიათა გამიჯვნას", - აცხადებს არქიეპისკოპოსი ილარიონი.