მედეა ჩახავა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს - კვირის პალიტრა

მედეა ჩახავა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

12 სექტემბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავი მედეა ჩახავა.

მისი ცხედარი რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს.

პანაშვიდზე მივიდნენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები, რეჟისორები, მსახიობები.

მსახიობის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და სხვებმა.

მედეა ჩაახავა 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.