ინგა გრიგოლია სასწავლებლად მიდის - კვირის პალიტრა

ინგა გრიგოლია სასწავლებლად მიდის

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის, გია ჭანტურიას განცხადებით, გადაცემა "პოლიტიკურ კვირას" არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, იგი ესაუბრა გადაცემის ავტორს, ინგა გრიგოლიას, რომელმაც უთხრა, რომ დეკემბრის ბოლოს სასწავლებლად წასვლას აპირებს.

- "სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, რადგან ინგა გრიგოლია დღეს ძალიან საჭირო კადრია", - აღნიშნა გია ჭანტურიამ. ამასთან, მისივე განცხადებით, ძველ კონტრაქტს ვადა ამოეწურა, თუმცა ახალზე მუშაობა მიმდინარეობს და გრიგოლიას გადასაწყვეტია, წავა თუ დარჩება. როგორც გია ჭანტურია აღნიშნავს, "პოლიტიკური კვირა" არხისთვის ძალიან მომგებიანი, რეიტინგული გადაცემაა და ხელმძღვანელობის მხრიდან მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.