რაჭაში მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა - კვირის პალიტრა

რაჭაში მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა

რაჭაში მიწისქვეშა ბიძგები მეორდება. საქართველოს სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, დაახლოებით, 13:10 საათზე განმეორდა, რომლის სიმძლავრემაც სამი ბალი შეადგინა.

რაჭაში რიხტერის სკალით 6-ბალიანი მიწისძვრა 7 სექტემბერს  მოხდა. მიწისძვრის შემდეგ ასობით სახლი დაიბზარა და დაზიანდა. რეგიონში 7 სექტემბრიდან ბიძგები რეგულარულად მეორდება.