რაჭაში მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა
რაჭაში მიწისქვეშა ბიძგები მეორდება. საქართველოს სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, დაახლოებით, 13:10 საათზე განმეორდა, რომლის სიმძლავრემაც სამი ბალი შეადგინა.
რაჭაში რიხტერის სკალით 6-ბალიანი მიწისძვრა 7 სექტემბერს მოხდა. მიწისძვრის შემდეგ ასობით სახლი დაიბზარა და დაზიანდა. რეგიონში 7 სექტემბრიდან ბიძგები რეგულარულად მეორდება.