ნეთანიაჰუს საიდუმლო ვიზიტი - კვირის პალიტრა

ნეთანიაჰუს საიდუმლო ვიზიტი

ებრაული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, 8 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ რუსეთს საიდუმლოდ ესტუმრა. პრემიერის ვიზიტი რუსეთის მიერ ირანისადმი იარაღის შესაძლო მიწოდებას უკავშირდებოდა. ჯერჯერობით დაუდგენელია, ვის შეხვდა ნეთანიაჰუ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატმა კი გაავრცელა ცნობა, რომ ნეთანიაჰუს ქვეყანა 8 სექტემბერს არ დაუტოვებია. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ პრემიერი სწორედ ამ დღეს საიდუმლო სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, რაც მის უეცარ გაუჩინარებას ადასტურებს.