თბილისელებისთვის წყალი გაძვირდა - კვირის პალიტრა

თბილისელებისთვის წყალი გაძვირდა

თბილისელ აბონენტთა ნაწილს წყლის ტარიფი გაუძვირდა. ახალი ტარიფით გადასახადი ერთ სულზე 3,15 ლარი იქნება.

შეცვლილი ტარიფი, 2,40 ნაცვლად 3,15 ლარი ერთ სულზე, გავრცელდება მხოლოდ იმ აბონენტებზე, ვისაც წყალი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდება.

ამასთან, იმ აბონენტებს, რომლებსაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, გაძვირებული ტარიფის გადახდა არ მოუწევთ.

თბილისის მერის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა  წყლის გადასახადის ნახევარს გადაიხდის, ხოლო დარჩენილ 50%-ს თბილისის მერია დაფარავს, რაც 105 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქისათვის უკვე გათვალისწინებულია თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში.

"ინტერპრესნიუსი"