საქართველოში H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

საქართველოში H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 26 წლის ქალია.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, გრიპის სეზონი ქვეყანაში უკვე დაიწყო და ამიტომაც მოქალაქეებს ურჩევს გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ პოლიკლინიკებს და ექიმის რეკომენდაციით სწორი მკურნალობა ჩაიტარონ.

საქართველოში გასული წლის სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1 ვირუსის დაახლოებით 1800 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 33 კაცი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, გრიპის პანდემიას არ ელოდებიან.

"ინტერპრესნიუსი"