თბილისში "სახალხო კრება" გაიმართა - კვირის პალიტრა

თბილისში "სახალხო კრება" გაიმართა

25 ნოემბერს თბილისში სახალხო წარმომადგენლობითი კრება გაიმართა. "სახალხო კრებამ" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უნდობლობა გამოუცხადა. ასევე, გადაწყვიტა,

რომ საქართველოს რეგიონებში კომიტეტები შეიქმნება, რომლებიც ეროვნულ დაუმორჩილებლობას მოამზადებენ. კრებამ უნდობლობა კონსტიტუციასაც გამოუცხადა.

კრების თავმჯდომარედ ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს, აღმასრულებელ საბჭოსა და სათათბირო ორგანოში კი ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაწევრდნენ.

როდესაც კრება დახურულად გამოცხადდა, რეგიონებიდან ჩამოსულმა ხალხმა დაშლაზე უარი განაცხადა. მათი თქმით, ისინი თბილისში მიხეილ სააკაშვილის დასამხობად ჩამოვიდნენ. ზოგიერთი მათგანი კი ამბობდა, რომ არც უკან გასაბრუნებელი ფული ჰქონდათ და არც ღამის გასათევი. ოპოზიციური პარტიების ლიდერები იძულებულნი გახდნენ, მიბრუნებულიყვნენ პარლამენტის წინ და იქ ღამის 03:00 საათამდე დარჩენილიყვნენ. მეორე დღეს საპროტესტო აქცია გაგრძელდა (იხ. გვ. 7).