"სახალხო კრება" ალასანიამ გააკრიტიკა - კვირის პალიტრა

"სახალხო კრება" ალასანიამ გააკრიტიკა

"პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სხვა ალტერნატივა დაანახოს, გულწრფელი არ არის საკუთარ ხალხთან",

- განუცხადა ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარმომადგენლობითი სახალხო კრების შეფასებისას.

ალასანიას თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" თავიდანვე ამბობდნენ, რომ კრება უპერსპექტივო იქნებოდა. "ხალხს უფლება აქვს, შეიკრიბოს და პროტესტი გამოხატოს. მე დიდ პატივს ვცემ ხალხის პროტესტს, თუმცა ეს გზა შედეგის მომტანი ვერ იქნება. ერთადერთი სწორი გზა არის საარჩევნო გარემოს შეცვლა და არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება. სხვა გზა არ არსებობს", - აღნიშნა ალასანიამ.