ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აპროტესტებს - კვირის პალიტრა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აპროტესტებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სადემარკაციო სამუშაოების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ამის

გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარეს სამი პირი შენიშნა, რომლებიც სოფელ დიცის მახლობლად, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, აზომვით სამუშაოებს ასრულებდნენ. მათ შვიდი შეიარაღებული სამხედრო პირი ახლდათ.

"აზომვითი სამუშაოები პირველად არ დაფიქსირებულა. ევროკავშირის კომისია საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების გამო შეშფოთებულია, რადგან ეს შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებთან, რასაც ევროკავშირი მხარს სრულად უჭერს", - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.