პატრიარქმა პლასიდო დომინგო მოოქრული ნატვრის ხით დაასაჩუქრა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა პლასიდო დომინგო მოოქრული ნატვრის ხით დაასაჩუქრა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  II-მ ცნობილი საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო მოოქრული ვერცხლის ნატვრის ხით დაასაჩუქრა.

პლასიდო დომინგო ილია  II-ს ბათუმში გამართული  კონცერტის შემდეგ შეხვდა.

"მინდა მშვიდობიანი ცხოვრება და ბედნიერება გისურვოთ. ჩემს ქართველ მეგობრებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ საქართველოში აუცილებლად ერთად უნდა გვემღერა და დღეს ეს მოხდა. არაჩვეულებრივი მაყურებელი იყო და ამინდიც შესანიშნავი", - აღნიშნა პლასიდო დომინგომ.

მსოფლიო ვარსკვლავმა ცნობილი არიები მეგობრებთან ერთად შეასრულა. მას პარტნიორობას ნინო სურგულაძე, პაატა ბურჭულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, ეთერ ლამორისი, ლადო ათანელი  და ნინო მაჩაიძე უწევდნენ.

კონცერტის დასაწყისში პლასიდო დომინგომ "სევილიელი დალაქიდან" ერთ-ერთ არიასაც უდირიჟორა. არიას პაატა ბურჭულაძე ასრულდება. როგორც კონცერტის ბოლოს პლასიდო დომინგომ განაცხადა, იგი ფონდ "იავნანას" თანხით დაეხმარება.

პიაცაზე გამართულ ღონისძიებას 2 ათასზე მეტი კაცი დაესწრო.