საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს ხელი გაუწოდა - კვირის პალიტრა

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს ხელი გაუწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, ცალმხრივად აიღოს ძალის

გამოუყენებლობის ვალდებულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სამხედრო გზით არ შეეცდება. მისი თქმით, საქართველო მხოლოდ თავდაცვის უფლებას იტოვებს.

პრეზიდენტმა მოსკოვს ყოველგვარი წინა პირობის გარეშე დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა. მან ევროკავშირს სთხოვა, ოფიციალურად დაადასტუროს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ამ ქვეყანას ოკუპანტის სტატუსი მიანიჭოს. სააკაშვილმა კავკასიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რეგიონი ევროპულ მშვიდობას იმსახურებს.