მოსკოვს სააკაშვილის არ სჯერა - კვირის პალიტრა

მოსკოვს სააკაშვილის არ სჯერა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომლის დროსაც ქართველმა ლიდერმა რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას იღებს.

მოსკოვის განცხადებით, მათ ძალიან უნდათ იმის დაჯერება, რომ თბილისი გონზე მოვიდა. თუმცა, რუსეთის საგარეო უწყება გაღიზიანებულია იმით, რომ სააკაშვილმა საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტზე და არა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

სერგეი ლავროვის უწყების მტკიცებით, მოსკოვი თბილისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჯერებს, თუ ქართული მხარე სოხუმსა და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს.