მუნიციპალური ტრანსპორტი 10 თეთრით ძვირდება - კვირის პალიტრა

მუნიციპალური ტრანსპორტი 10 თეთრით ძვირდება

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 10 თეთრით მოიმატებს და 50 თეთრი გახდება.

ტრანსპორტის გაძვირების გადაწყვეტილება საკრებულოში დედაქალაქის მერიის ინიციატივით შევიდა.

საკრებულოში უმრავლესობის წევრის, ლაშა იმედაშვილის თქმით, ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაძვირების საკითხი საკრებულოს სხდომაზეა დამოკიდებული.

„"არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო, თუმცა შეღავათები შენარჩუნდება იმ კატეგორიისთვის, ვინც აქამდე გაიაფებული ტარიფით სარგებლობდა", - განაცხადა იმედაშვილმა.