ლუკაშენკო პუტინს ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

ლუკაშენკო პუტინს ადანაშაულებს

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კრემლს პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატების დაფინანსებაში ადანაშაულებს.

როგორც გაზეთ "ფიგაროსთან" ინტერვიუში ბელორუსიის ლიდერი აცხადებს, პრეზიდენტობის ორ კანდიდატს - ვლადიმირ ნეკლიავევსა და ანდრეი სანიკოვს რუსეთი აფინანსებს. ეს ინფორმაცია მას რეალური ფაქტებიდან გამომდინარე აქვს, თუმცა დეტალების გამჟღავნებისგან ჯერ თავს იკავებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის საზღვართან დააკავეს კურიერი, რომელსაც ბელორუსი ოპოზიციისათვის რუსეთიდან 200.000 დოლარი გადაჰქონდა.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსიაში 19 დეკემბერს გაიმართება.