სოფელ გურიანთაში მეათეკლასელმა თავი ჩამოიხრჩო - კვირის პალიტრა

სოფელ გურიანთაში მეათეკლასელმა თავი ჩამოიხრჩო

ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. კონფლიქტის შემდეგ სახლიდან გავიდა, მოგვიანებით კი, ოჯახის წევრებმა ხეზე ჩამოხრჩობილი იპოვეს.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა ბიჭის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. როგორც თანასოფლელები ამბობენ,  ტრაგედიის მიზეზი, შესაძლოა, ოჯახური კონფლიქტი არ იყო და მას სხვა პრობლემა აწუხებდა.

საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.