ანდრო ბარნოვი დაასაქმეს!.. - კვირის პალიტრა

ანდრო ბარნოვი დაასაქმეს!..

თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი დაინიშნა. შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ პირებს ექსპერტი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნოდარ ხარშილაძემ წარუდგინა.

წარდგენისას ნოდარ ხარშილაძემ განაცხადა, - ანდრო ბარნოვი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტია და თავდაცვის რეფორმებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში მასთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

ანდრო ბარნოვი დიდი ხანია თანამშრომლობს ჩვენთან არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმატით. ამან შედეგად მოიტანა ის, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩვენ პატივი გვაქვს, ბატონი ანდრო ჩაუდგეს სათავეში თავდაცვის ეროვნულ აკადემიას. ჩვენი მიზანი იქნება, აკადემია იქცეს ერთ-ერთ პრესტიჟულ, თანამედროვე ინსტიტუტად.