საქართველო ევროპის ცას მიუერთდა - კვირის პალიტრა

საქართველო ევროპის ცას მიუერთდა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და

მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მოაწერა.

ხელშეკრულება ხელს შეუწყობს საქართველოს ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლასა და კონკურენციის ზრდას. გარდა ამისა, ქართულ ავიაბაზარზეც ევროსტანდარტები დაინერგება.