ბაქოს მეტროპოლიტენში საქართველოს მოქალაქე მატარებელს შეუვარდა - კვირის პალიტრა

ბაქოს მეტროპოლიტენში საქართველოს მოქალაქე მატარებელს შეუვარდა

საქართველოს მოქალაქე რაშად ბადალოვი ბაქოს მეტროპოლიტენის სადგურ "ახილში", თვითმკვლელობის მიზნით, მოსაცდელი ბაქნიდან ლიანდაგებში გადახტა.

მემანქანემ დროულად მოახერხა მატარებლის დამუხრუჭება. ბადალოვი უვნებელი გადარჩა.

ბაქოს პოლიცია საქართველოს მოქალაქის ამ ქმედების მიზეზების დადგენას ცდილობს.