ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - კვირის პალიტრა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ აქციამ საჰაერო სივრცის ბლოკირება გამოიწვია.

საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესახებ განცხადება ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ალფრედო პერეს რუბაკაბამ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის შემდეგ გააკეთა. ავიადისპეტჩერებმა გაფიცვა გაფრთხილების გარეშე დაიწყეს, მათ დილიდან სამუშაო ადგილები დატოვეს.

ისინი ახალ კანონს აპროტესტებენ, რომელიც უშუალოდ მათ შრომით უფლებებს ეხება.