თვითმფრინავის ავარიულად დაშვებას ორი ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

თვითმფრინავის ავარიულად დაშვებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში "დაღესტნის ავიახაზების" ავიალაინერის ავარიული დაშვებისას 2 მგზავრი დაიღუპა, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა კი ტრავმები მიიღო.

ტუ-154 ტიპის თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვი-მახაჩყალის რეისს ასრულებდა, სიმაღლის აკრეფისას ძრავა გაეთიშა. პილოტმა მომხდარის შესახებ დისპეტჩერს აცნობა და აეროპორტში დაბრუნდა. ამ დროს მას მეორე ძრავა გაეთიშა. ასაფრენ ბილიკზე დაჯდომისას ტუ-154-ს მესამე ძრავაც გაეთიშა, ის ზოლიდან გადავიდა და რკინის კონსტრუქციებს შეეჯახა.

ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევის მიზეზი ძლიერი ყინვა იყო. წინა წლებში ძრავისთვის საწვავის მიმწოდებელი მილების გაყინვის შედეგად რამდენიმე ტუ-154 ჩამოვარდა.