ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას მედიასაშუალების შეძენა აეკრძალება - კვირის პალიტრა

ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას მედიასაშუალების შეძენა აეკრძალება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე უმრავლესობა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები და ექსპერტები შეთანხმდნენ პრინციპზე,

რომლის მიხედვითაც ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას მედიასაშუალების შეძენა აეკრძალება. შეხვედრაზე მედიაგამჭვირვალობის პროექტზე იმსჯელეს.

უმრავლესობის კანონპროექტი ითვალისწინებდა, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას მედიასაშუალების აქციათა 10 პროცენტის შეძენის უფლება ჰქონდა, რაც ოპოზიციის, ექსპერტების, ჟურნალისტებისა და სახალხო დამცველის უკმაყოფილებას იწვევდა. საბოლოოდ, უმრავლესობა დათანხმდა, რომ ეს მუხლი პროექტიდან ამოეღოთ.

მომავალ შეხვედრაზე "ქრისტიან-დემოკრატები" უმრავლესობას წარუდგენენ საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ პაკეტს, რომელიც 8 კანონში ცვლილებების შესვლის გზით, მედიაგამჭვირვალობისა და მედიათავისუფლების დამკვიდრებას ითვალისწინებს.