"ეროვნული ფორუმიდან" ირაკლი მელაშვილი წავიდა - კვირის პალიტრა

"ეროვნული ფორუმიდან" ირაკლი მელაშვილი წავიდა

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი მელაშვილმა "ეროვნული ფორუმიდან" წასვლის გადაწყვეტილება "სახალხო კრებასთან" დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობის

გამო მიიღო. კერძოდ, მელაშვილი არ ეთანხმებოდა "სახალხო პარტიის" კრებაში მონაწილეობას და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობას.

მელაშვილის მეუღლის, მაგდა პოპიაშვილის ცნობით, ყოფილმა "ფორუმელმა" პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.

ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, მელაშვილი "ფორუმიდან" კი არ წავიდა, მას პარტია დაატოვებინეს. დეტალების დაზუსტებისგან პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თავი შეიკავა.