173-ე საჯარო სკოლა აბუნტდა - კვირის პალიტრა

173-ე საჯარო სკოლა აბუნტდა

173-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ერთი დღით ჩაშალეს. ამის მიზეზი თანამდებობიდან დირექტორ მზია გიორგობიანისა და ექვსი პედაგოგის გათავისუფლება იყო. სკოლის დირექტორად მანდატური დაინიშნა.

განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლაში ოპერატიულად მივიდა, მოსწავლეებს შეხვდა და შეჰპირდა, - თუ გენერალური ინსპექციის გამოძიება დაადგენს, რომ დირექტორს თანხები არ გაუფლანგავს, მას სკოლის ხელმძღვანელად არა, მაგრამ ლიტერატურის მასწავლებლად ნამდვილად დააბრუნებენო.

მოგვიანებით შაშკინმა განაცხადა, რომ მზია გიორგობიანს, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

მშობელთა დიდი ნაწილი სკოლაში არსებულ მძიმე მდგომარეობაში სწორედ გიორგობიანს ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, სკოლაში არ არის კვების ბლოკი, გათბობა და ბავშვებს ელემენტარული პირობები არა აქვთ (ვრცლად იხ. გვ. 7).